დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JGIIH
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 05 ნოე 2024

ტრენინგი მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში პედაგოგებისთვის

მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, იწვევს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს მედია და ინფორმაციული წიგნიერების სერტიფიცირებულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.


ინტენსიური ტრენინგის მოდული შემდეგ საკითხებს მოიცავს:


  • ინფორმაციული ქაოსი და ყალბი და მანიპულაციური შინაარსის ტიპოლოგია

  • წყაროების და მედია შინაარსის კრიტიკული ანალიზი და ინფორმაციის გადამოწმება

  • ყალბი ვიზუალის (ფოტო/ვიდეო) და პროფილების გადამოწმება ღია წყაროებით (OSINT)

  • გეოლოკაციის გამოყენება ინფორმაციის გადამოწმების პროცესში

  • კიბერუსაფრთხოება და კიბერბულინგი.


ტრენინგს გაუძღვებიან MDF-ის ტრენერები. ტრენინგის ხანგრძლივობა 4 სთ-ია.


ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა 20 ნოემბრამდე უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია. ტრენინგი გაიმართება 30 ნოემბერს ქ. თბილისში.


ტრენინგი უფასოა, ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 20 ადამიანია. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ ან ისეთ აპლიკანტებს, ვისაც მსგავსი ტრენინგები ადრე არ გაუვლია. 


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ Info@mdfgeorgia.ge


უკან