MDF-ის ბიბლიოთეკა
მედიის განვითარების ფონდი (MDF) წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციულ და სოციალურ მედიაში ანტიდასავლურ გზავნილებსა და დეზინფორმაციას იკვლევდა. წინამდებარე ანგარიში შუალედურ მონაცემებს ასახავს და 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს აანალიზებს. კვლევის მიზანი იყო შეესწავლა სხვადასხვა სუბიექტების მიერ არჩევნების წინ გავრცელებული ანტიდასავლური გზავნილების ტიპოლოგია და მათი წყაროები; დეზინფორმაცია და ის მეთოდები, რომელთაც სხვადასხვა აქტორები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის მიმართავ... სრულად
ანგარიში მომზადებულია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ პროექტის „გენდერული დეზინფორმაცია და ინკლუზიური მედიაგაშუქება" ფარგლებში, International Media Support-ის (IMS) ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს International Media Support-ის პოზიციად. ანგარიში ეყრდნობა მედია მონიტორინგის მონაცემებს, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში ახორცი... სრულად
სამოქალაქო პლატფორმამ „არა ფობიას!", USAID პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” მხარდაჭერით და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, 2024 წლის 22 მარტს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR) შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიში ეხება საქართველოს მიერ UPR-ის მესამე ციკლის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებას. ანგარიში ფარავს 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს და მასში განხილულია თანასწორობის უფლებასათან დაკავშირებული 125 რეკომენდაცია. პლატფორმის შეფასე... სრულად
მედიის განვითარების ფონდი (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის კვლევას 2014-2020 წლებში ყოველწლიურად გამოსცემდა. ბოლო პერიოდში მედია ეკოსისტემაში არსებული ცვლილებების გათვალისწინებით კვლევის მეთოდოლოგიამ მედია სუბიექტების მხრივ გარკვეული კორექტირება განიცადა. წინამდებარე ანგარიში ანტიდასავლური გზავნილების მხრივ 2022 წლის ტენდენციებს აანალიზებს და ანტიდასავლური გზავნილების ტიპოლიგიას და მათ წყაროებს მიმოიხილავს. ტრადიციული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემები) მონიტორინგის გზით დაკვი... სრულად
მედიის განვითარების ფონდი (MDF) ქართული მედია გარემოს ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებს წლებია იკვლევს. წინამდებარე ანგარიში 2022 წლის მონაცემებს ასახავს და კანონმდებლობის საფუძველზე სამაუწყებლო მედიის მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა და ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის ანალიზსს ეყრდნობა. მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას, ასევე ზოგ შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკის შეფა... სრულად
2023 წლის პირველი ნახევარი საქართველოში ანტიდასავლური, ანტილიბერალური, სექსისტური და ჰომოფობიური დისკურსის კიდევ უფრო გაძლიერებით აღინიშნა. წლების მანძილზე, სექსისტური და ჰომოფობიური სიძულვილის ენის ძირითად წყაროებს, ანტილიბერალური და ულტრამემარჯვენე აქტორები წარმოადგენდნენ, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ კონსერვატიული რიტორიკის აქტიურად გამოყენება დაემატა. გენდერის ტერმინის პოლიტიზირება და გენდერთან დაკავშირებული თემების პოლიტიკური ბრძოლისათვის გამოყენება, ზოგადად, ბოლო წლებ... სრულად
გენდერული დეზინფორმაციის კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2022 წელს დაიწყო და პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით მედია ეკოსისტემის შესწავლას 2023 წელსაც აგრძელებს. როგორც მონაცემების ანალიზი აჩვენებს, ეს თემები ინდივიდუალური უფლებების ხელყოფის საკითხებსაც მოიცავს, პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტადაც გამოიყენება და ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გასაღვივებლად გლობალურ კონტექსტშიც იჩენს თავს. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს შუალედურ ანგარიშს, რომელი... სრულად
მზარდ პოპულიზმთან ერთად გენდერული და ლგბტქი იდენტობის თემებზე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ბოლო წლებში არა მხოლოდ უფლებრივ პრობლემად, არამედ პოლიტიკურ გამოწვევადაც იქცა. დამაზიანებელი ინფორმაცია, რომელიც მგრძნობიარე თემებზე პედალირებით საზოგადოების დაპირისპირებას, მის ღირებულებებსა და პოლიტიკურ სისტემებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და ხშირად უცხო ქვეყნის საინფორმაციო ჩარევებს, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას უკავშირდება. ანტილიბერალურ დისკურსთ... სრულად
ბოლო წლებში გენდერული დეზინფორმაციის (gendered disinformation) სამიზნე სხვადასხვა ქვეყანაში საჯარო სივრცეში აქტიური ბევრი ქალი გახდა. გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენს ქვეყანაშიც ქალ ჟურნალისტებს, ქალ აქტივისტებს, ქალ პოლიტიკოსებს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ატანა და ონლაინ თავდასხმებთან გამკლავება უწევთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჯამებინა ძირითადი ინფორმაცია იმ ნაშრომებიდან, რომელთა ავტორებმაც გენდერული დეზინფორმაცია და მისი გავლენა შეისწავლეს, რათა თქვენთვის უფრო სიღრმისეულად განგვე... სრულად
წინამდებარე კვლევა ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების 2021 წლის პრაქტიკას ასახავს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო მონაცემებს, ასევე გარკვეულ შემთხვევებში საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას ეფუძნება. იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი სარედაქციო პოლიტიკის მედიებთან ფორმდება კონტრაქტები, მასში მედია გაშუქების ცალკეული მაგალითებიც არის განხილული. ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები; კვლევის ძ... სრულად
კვლევის მიზანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და გეოგრაფიულ არეალში მედიის მოხმარების ჩვევების, ასევე საქართველოში გავრცელებულ სხვადასხვა დეზინფორმაციასთან და მანიპულაციურ ნარატივთან მიმართებით საზოგადოების მოწყვლადობის შესწავლა იყო. კვლევის პირველი ნაწილი მედიაწიგნიერების კომპეტენციებს, კერძოდ მედიის მოხმარების ჩვევებს, ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გადამოწმების უნარებს ეხება, ხოლო მეორე ნაწილი – 3 თემატურ საკითხთან (უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია, საქართველოში მიმდინარე მოვლე... სრულად
წინამდებარე კვლევა კონფლიქტების გაშუქების მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს და სპეციფიკურად რეგიონული აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი პლატფორმების მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა. კვლევა ასევე მოიცავს რუსულენოვან და ქართულენოვან სპეციფიკურ ფეისბუკ ანგარიშებზე კონფლიქტებთან მიმართებით გამოვლენილ თვისებრივ მონაცემებს. კვლევის მიზანია შეისწავლოს, თუ რამდენად არის დაცული კონფლიქტების გაშუქების დროს პროფესიული სტანდარტები, ვრცელდება თუ არა ამ თემაზე დეზინფორმაცია და ხდება თუ არა სი... სრულად
2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის” საწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებიდან ერთი წელი გავიდა. აქციის ჩასაშლელად ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს, სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზაცია "სირცხვილიას” და "თბილისი პრაიდის” ოფისები, ასევე პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები დაარბიეს. 6 ივლისს კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საქართველოს დროშის გვერდით აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ... სრულად
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევა დაიწყო, ქართულ, რუსულ, უკრაინულ და ბელარუსულ სოციალურ და ტრადიციულ მედიაში ომთან დაკავშირებული არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. „მითების დეტექტორი" კომპანია Meta-ს ფეისბუქის მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში შეუერთდა კომპანიის ინიციატივას, რომელიც ომთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის არეალის შემცირებას ისახავს მიზნად. „მითების დე... სრულად
ეს ანგარიში წარმოადგენს 2020 წელს დაწყებული კვლევის – საგარეო გავლენის აქტორების შედარებითი კვლევა საქართველოში - მეორე გამოცემას. წლევანდელი ანგარიში - რუსული და ჩინური გავლენები საქართველოში - 2021 განახლება - მიმოიხილავს საქართველოში უცხო ქვეყნის გავლენების განვითარებას 2021 წელს, განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაში, პოლიტიკურ პარტიებსა და ეკლესიაში. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს წინა ანგარიშში უკვე წარმოდგენილი ისეთი პრობლემების ფართო სპექტრის შემდგო... სრულად
წინამდებარე კვლევა, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების იდენტიფიცირება, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მედია მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მ... სრულად
სწრაფად ცვალებად მედია გარემოში, მედიაწიგნიერება ინფორმაციის მოხმარების ძირითად ელემენტს წარმოადგენს.მედიაწიგ ნიერების მაღალი დონე, თავის მხრივ, აუდიტორიაში ხარისხიან ჟურნალისტიკაზე მოთხოვნას ზრდის და მას გადარჩენაში, განვითარებასა და სანდოობის შენარჩუნებაში ეხმარება. კრიტიკული აზროვნება და მედიის პასუხისმგებლიანი მოხმარება საზოგადოებრივი მედეგობის შემეცნებითი განზომილებების განვითარებისა და სხვადასხვა ტიპის მავნე ინფორმაციასთან ბრძოლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ხარისხობრივი ვარიაციის ... სრულად
წინამდებარე კვლევა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2020 წლის მონაცემებს ასახავს. იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ახდენს საბიუჯეტო დაფინანსება გავლენას მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე, ან როგორი სარედაქციო პოლიტიკის მედიებთან ფორმდება კონტრაქტები, მასში მედია გაშუქების ცალკეული მაგალითებიც არის განხილული. ანგარიში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციის... სრულად
ინტერნიუსის პარტნიორი ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდი” კონფლიქტების გაშუქების თემაზე ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე მოქმედი რეგიონული მედიების მონიტორინგის შედეგებზე პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანალიზისას კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალურ მედიასა და კომუნიკაციის ციფრულ არხებზე ამახვილებს. კვლევაში მოცემული მიგნებები დამყარებულია არა მხოლოდ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი 20 მედია საშუალების ფეისბუკ გვერდის ყოველდღიური მონიტორინგის რაოდენობრივ ანალიზზე, არამედ სპეციფიკუ... სრულად
ანგარიში ხელმისაწვდომია აქ ავტორი: ქეთი მსხილაძე მკვლევარები: მედეა სულამანიძე, მარიამ ტალახაძე რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი კვლევის ანგარიში მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება, არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს. ... სრულად
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში მედიაზე მასშტაბური თავდასხმის მოვლენას სხვადასხვა ჭრილში აფასებს: ანგარიშში გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები. შეფასება ემყარება საჯარო და ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. ანგარიშის შინაარსზე კოალიციის წევრი ორგანიზაციები მუშაობდნენ. დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ ს... სრულად
ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეექვსე ყოველწლიური ანგარიში 2020 წლის მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. დისკურს ანალიზის ნაწილი ტრადიციულ მედიაში გამოვლენილ სხვადასხვა წყაროების ანტიდასავლურ გზავნილებს, ნარატივების სტრუქტურას და დროთა განმავლობაში მათ ცვალებადობას მიმოიხილავს. დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის ნაწილი კი არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ სოციალურ მედიაში გამოვლენილ მონაცემებს ასახავს, რა დროსაც გამოყენებულია ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყო Crowdtangle და „მითების დეტექტო... სრულად
მედიის სოციალური პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნება ასახოს და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის საჯარო პლატფორმის ფუნქცია შეასრულოს, მეორე მხრივ, აღნიშნული თემატიკა ეთიკურად, პროფესიულად და არადისკრიმინაციულად გააშუქოს. ციფრული მედიის ეპოქაში, როცა ზღვარი ჟურნალისტებსა და მედიის მომხმარებლებს შორის წაიშალა და მედია შინაარსის შექმნა და სოციალური მედიით ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ზიანს აყენებს საზო... სრულად
წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდმა ღია საინფორმაციო პარტნიორობის (Open Information Partnership) კვლევითი პროექტის ფარგლებში მოამზადა. 5 ქვეყნის (ლიეტუვა, საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი) კვლევითი ორგანიზაციები კრემლის პროპაგანდისტულ ვებ-საიტებზე Google ads-ის მეშვეობით ადგილობრივი კომპანიების პროდუქციის რეკლამის განთავსების საკითხს ვსწავლობდით. საქართველოდან კვლევის პროცესში "მედიის განვითარების ფონდი” მონაწილეობდა. ანგარიში საქართველოს მიგნებებს ასახავს. ანგარიშში მოცემულია... სრულად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ინფოდემია ონლაინ და ოფლაინ ინფორმაციის მოზღვავებაა, რომელიც ცრუ ცნობების განზრახ გავრცელების მცდელობებს მოიცავს და მიზნად საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტებას და ცალკეული ჯგუფებისა და ინდივიდების ალტერნატიული დღის წესრიგის ხელშეწყობას ისახავს. მცდარი ინფორმაცია და დეზინფორმაცია შესაძლოა ადამიანების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის იყოს საზიანო; გააღრმავოს სტიგმატიზება; ხელი შეუშალოს გამოჯანმრთელების პროცესს; ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ... სრულად
რედაქტორები: შერლინ ირეტონი და ჯული პოზეტი კონტრიბუტორი ავტორები: ჯული პოზეტი, შერლინ ირეტონი, კლერ უორდლი, ჰოსეინ დერაქშანი, ელის მეთიუსი, მაგდა აბუ-ფადილი, ტომ ტრუვინარდი, ფერგუს ბელი, ალექსიოს მანცარლისი დამატებითი კვლევა: ტომ ლო გრაფიკული დიზაინი: მრ. კლინტონი ყდის დიზაინი: მრ. კლინტონი ილუსტრაციები: UNESCO, First Draft და Poynter ტიპოგრაფია: იუნესკო დაბეჭდილია: იუნესკოს მიერ ბმული: ჟურნალისტიკა, ‘ყალბი... სრულად
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲘᲡ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲤᲐᲡᲔᲣᲚᲝᲑᲐᲗᲐ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპულ ფასეულობათა ცენტრი არასამთავრობო, მიუკერძოებელ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც თავისუფლებების და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. ორგანიზაციის მიზანს ჩეხეთის რესპუბლიკაში ლიბერალური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ტრანსატლანტიკური ალიანსის დაცვა წარმოადგენს. ჩვენ ხელს ვუწყობთ ევროპის დაცვას მავნე გავლენისგან, განსაკუთრებით, რუსეთის, ჩინეთის და ისლამური ექსტრემისტებისგან. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ცენტ... სრულად
მედიის განვითარების ფონდი (MDF) უკვე მეორე კვლევას ატარებს, რომლის მიზანი იმის შესწავლაა, თუ რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და კონსპირაციები საზოგადოებრივ აღქმებზე და რომელი ანეკდოტური მტკიცებულებებია ყველაზე მეტად გავრცელებული საზოგადოებაში. ამასთანავე კვლევის მიზანი იყო, შეგვესწავლა საზოგადოების დამოკიდებულებები საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხისა და კორონავირუსის პანდემიისადმი, მათ შორის ვაქცინაციის საკითხებისადმი. კვლევა ეყრდნობა ანეკდოტური მტკიცებულების მეთოდს, რომელიც მეტწი... სრულად
პროექტი „გენდერბარომეტრი – სექსისტური განცხადებების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს მედიის განვითარების ფონდი (MDF) კავშირ „საფართან" პარტნიორობით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ ქსელებში ქალი პოლიტიკოსების და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების ქალი წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპების, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით წარმოებუ... სრულად
წინამდებარე კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს. დაკვირვება როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაზე ხორციელდებოდა, მათ შორის რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკური სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებზე. ანგარიშის I ნაწილი ანტიდასავლურ გზავნილებს ეთმობა, II - სიძულვილის ენას, III - წინასაარჩევნო დისკრ... სრულად
მედიის განვითარების ფონდმა პროექტის „ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში", რომელსაც ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (CVE) საერთაშორისო ცენტრის ჰიდაიას მხარდაჭერით ახორციელებს, ჩაატარა საჭიროებათა კვლევა. კვლევის მიზანი იყო ტერორისტული აქტების, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და სხვა კრიზისული ვითარებების გაშუქების დროს არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, როგორც ინფორმაციაზე წვდომის, ასევე მედია გაშუქების მხრივ და კვლევის მიგნებების საფუძველზე რეკომენდაციე... სრულად
წინამდებარე კვლევა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის მონაცემებს ასახავს. ანგარიში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას. ანგარიშის შესავალში მიმოხილულია კვლევის მთავარი მიგნებები და რეგულაციები; პირველ ნაწილში - მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლები, რომელ... სრულად
დეზინფორმაციის გლობალური ინდექსისა (GDI) და მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევა, რომელიც საქართველოში მედია ბაზრის რისკის რეიტინგებს აფასებს და ეყრდნობა 24 ქართულენოვანი მედია საიტის ანალიზს. კვლევა, რომელიც 2020 წლის აპრილ-ივლისში ჩატარდა, GDI-ის მიერ შემუშავებულ დეზინფორმაციის რისკების შეფასების მეთოდოლოგიას ეყრდნობა. საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაა, რომელიც 2020 წელს ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით შეფასდა. ავტორები: თამარ კინწურაშვილი და სოფო გელავა - მედიი... სრულად
წინამდებარე კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. კვლევის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების იდენტიფიცირება, ასევე ძირითადი ტენდენციების ანალიზი. მედია მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. შესავალ ნაწი... სრულად
დამხმარე ლექსიკონი ჟურნალისტებისთვის მიგრანტების თემაზე მომზადდა საერთაშორისო ლექსიკონების (OXFORD, MERRIAM WEBSTER), ენციკლოპედია BRITANNICA-ს, რელიგიის მონაცემთა არქივის ასოციაციისა (ARDA) და საერთაშორისო მედიების (BBC, AFP) სტილის სახელმძღვანელოების მასალების მიხედვით. პროექტი დაფინანსებულია ჰიდაიას და ევროკავშირის გრანტით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და რეკომენდაციები ეკუთვნით ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ჰიდაიას და ევროკავშირის პოზიციად. ბმული: მიგრანტები... სრულად
დამხმარე ლექსიკონი ჟურნალისტებისთვის ისლამის თემაზე მომზადდა საერთაშორისო ლექსიკონების (OXFORD, MERRIAM WEBSTER), ენციკლოპედია BRITANNICA-ს, რელიგიის მონაცემთა არქივის ასოციაციისა (ARDA) და საერთაშორისო მედიების (BBC, AFP) სტილის სახელმძღვანელოების მასალების მიხედვით. პროექტი დაფინანსებულია ჰიდაიას და ევროკავშირის გრანტით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და რეკომენდაციები ეკუთვნით ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ჰიდაიას და ევროკავშირის პოზიციად. ბმული: ისლამი. დამხმარე ლექ... სრულად
მედიის განვითარების ფონდი წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონულ მედიასა და სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის და ანტიდასავლური კომენტარების, ასევე დეზინფორმაციის მონიტორინგს ახოციელებს. აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის ტრადიციულ მედია საშუალებებთან ერთად (TV, online), მონიტორინგი ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებზეც ხორციელდება. ბმული: Election Watch - რეგიონული მედიამონიტორინგი - 6-19 ივლისი __________________________ ბიულეტინი მომზადდა მედი... სრულად
ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეხუთე ყოველწლიური ანგარიში 2019 წლის მედია მონიტორინგის და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს ასახავს. ანგარიში, რომელიც ტრადიციულად ანტიდასავლურ გზავნილებს, მათ ფორმირებას და დროთა განმავლობაში ცვალებადობას აკვირდება, ასევე ახდენს ამ გზავნილების წყაროების იდენტიფიცირებას, ყალბი ინფორმაციების გამოვლენას. დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ც... სრულად
ავტორი: ჟან-პოლ მარტოზი რედაქტორი: მირტა ლურენსო ასისტენტი: ტიმ ფრანსისი ყდის ფოტო: © Aija Lehtonen / Shutterstock, Inc. ქართული ვერსია თარგმნილია და გამოცემულია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ბმული: ტერორიზმი და მედია - სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის პასუხისმგებლიანი, პროპორციული და სტიგმისა და სენსაციისგან თავისუფალი გაშუქების სტრუქტურა. „ახალი ამბები თავისუფლების სასიცოცხლო ელ... სრულად
ანგარიში „საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის შესრულება 2020 წლისთვის" მომზადებულია პროექტის „საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწეული პროგრესის შეფასება" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის პროგრესის შესახებ პირველი დამოუკიდე... სრულად
წინამდებარე ანგარიში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (CSO) და ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების (EN) თინქ-თენქებს შორის ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგია. ეს არის ერთი ნაწილი პროექტისა მდგრადობასა და თავდაცვაში მიღებული გამოცდილების გაღრმავება და გაზიარება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს აფასებს, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ოპერაციული უსაფრთხოებისა და გავლენის მოხდენის უკანონო მეთოდების გამოვლენის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკი... სრულად
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი ან კრიზისული სიტუაცია იმით ხასიათდება, რომ შესაძლოა - ასობით, ათასობით ან ზოგჯერ, მილიონობით ადამიანის ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი გახდეს. ჯანმრთელობის კრიზისის დროს, მედიას შესწევს ძალა გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. ეფექტიან ინფორმირებას, შეუძლია ხელი შეუწყოს იმას, რომ დაავადების გავრცელება თავიდან იყოს აცილებული, ან თუნდაც, შემცირდეს. მედიას შეუძლია დააკვალიანოს დაზარალებულები ჯანდაცვის სამსახურებისა და მკურნალობის შესაძლებლობების თაობაზე. ... სრულად
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, ფეისბუკში სახელისუფლებო, პრო-რუსული და ანტილიბერალური გვერდების, ასევე სახელისუფლებო ექსპერტების, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და ტროლების მხიდან სხვადასხვა შინაარსის გზავნილები მოჰყვა. 18 და 19 დეკემბერს ფეისბუკში აქტივობების დაკვირვების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა: აქტორები და კოორდინირებული მოქმედება: ... სრულად
14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნას რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 18 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ძალის გამოყენებით დაშალა. დემონსტრაცია პარლამენტის წინ 25 ნოემბერს განახლდა, ხოლო 26 ნოემბერს, გამთენიისას, პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით კიდევ ერთხელ დაშალა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები. ... სრულად
ანეკდოტური მტკიცებულება, არაფორმალური გზით შეგროვებული მონაცემებია, რომლებიც მეტწილად პირად გამოცდილებას ეფუძნება. ანეკდოტურ მტკიცებულებებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებს შორის დიდი სხვაობაა. მეცნიერული მტკიცებულება ეფუძნება სისტემატურ დაკვირვებას, გაზომვას, ექსპერიმენტს და მისი გადამოწმება თუ დადასტურება მეცნიერული მეთოდების გამოყენებით ნებისმიერ პირს დამოუკიდებლად შეუძლია. ანეკდოტური მტკიცებულება პერსონალურ გამოცდილებასა და იზოლირებულ მაგალითებზე დაფუძნებით ამტკიცებს, რომ ესა თუ ის მოვლენა/ის... სრულად
მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს ანგარიშს, რომელიც ფინანსურ მედია გარემოს - მედიის დაფინანსების წყაროებს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის მიმოიხილავს. ანგარიში დოკუმენტების ანალიზს ეყრდნობა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის გარდა, დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს და ღია წყარ... სრულად
მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 წლიდან მედიაში სიძულვილის ენის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებს რეგულარულად გამოსცემს. წინამდებარე კვლევა 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია მონიტორინგის შედეგებს და ფოკუს ჯგუფების მონაცემებს ასახავს. კვლევის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა, ასევე ძირითადი ტენდენციების ანალიზი. მედია მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტი... სრულად
2019 წლის 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის, შემდეგ კი პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავების მიერ აქციის პირველ დღეს მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ კი ანტისაოკუპაციო აქციებმა, სახელწოდებით "სირცხვილია” პერმანენტული სახე მიიღო. აქციის მონაწილეები მათი მესამე მოთხოვნის - შინაგან ... სრულად
მედიის განვითარების ფონდი 2014 წლიდან ქართულენოვან მედიაში ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებს სწავლობს. წინამდებარე კვლევა 2018 წლის მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებს, ყალბ ინფორმაციას და მათ წყაროებს აანალიზებს. დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიც... სრულად
წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში რუსული რბილი ძალის მოქმედების და ამ პროცესში ჩართული აქტორების შესახებ ინფორმაციის შესწავლას. კვლევა ღია წყაროებზე დაყრდნობით განხორციელდა და ძირითადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შექმნილ ფონდ „რუსული სამყაროს” («Русский мир») ვებ-გვერდს, ასევე იმ ორგანიზაციების შესახებ არსებულ ღია ინფორმაციას ეფუძნება, რომლებიც "რუსულ სამყაროს” პარტნიორთა ნუსხაში ჰყვას მითითებული. დოკუმენტური ანალიზი მოიცავდა საჯარო რეესტრის მონ... სრულად
21 აპრილს პანკისის ხეობაში დაპირისპირება ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ჰესის მშენებლობის გამო დაიწყო. „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას პანკისელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რამაც მათი სამართალდამცავებთან დაპირისპირება გამოიწვია. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, მოსახლეობამ კი, სამართალდამცავებს ქვები დაუშინა. დაპირისპირების შედეგად, დაშავდა როგორც სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, დაზიანდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშ... სრულად
წინამდებარე პუბლიკაციაში ყალბი ინფორმაციისა და სხვადასხვა ტიპის მედია კონტენტის გადამოწმების ღია რესურსებია თავმოყრილი, რომელსაც ფაქტების გადამოწმების ონლაინ გამოცემა „მითების დეტექტორი" თავის საქმიანობაში იყენებს. გამოცემის მიზანია, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ინფორმაციული ქაოსის ეპოქაში, როცა ყალბი ინფორმაცია და რეალური ფაქტები ერთმანეთში აღრეულია, მომხმარებელს ახალ მედია ეკოსისტემაში ნავიგაციაში დაეხმაროს. ამ მიზნის მისაღწევად, გამოცემა იმ ძირითადი რესურსების ანოტაციას გთავაზობთ, რომლებიც ფ... სრულად
ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს, რათა სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს. ტროლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი რეალური იდენტობის დამალვაა. ონლაინ სივრცეში ის ყალბი პროფილის მეშვეობით მოქმედებს, სადაც მის შესახებ არსებული ინფორმაცია ან გაყალბებულია, ან საერთოდ არ არის ასახული. ეს შეიძლება იყოს ფოტოები, საკონტაქტო ინფორმაცია, მონაცემები განათლები... სრულად
კვლევის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის საკითხის შესწავლა. ამ მიზნით მოხდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებთა ინფორმაციის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება; მათზე დაყრდნობით იმ მედია გზავნილების შესწავლა, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. ამავე დროს კვლევის საგანი იყო, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე... სრულად
მედია და ინფორმაციული წიგნირების სახელმძღვანელო დამხმარე სასწავლო რესურსია, რომელიც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და გაცნობიერებული მედია მოხმარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სახელმძღვანელო სკოლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლების მიზნით შეიქმნა და თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ მასალებსაც მოიცავს თამაშების, სავარჯიშოების, დისკუსიების, იმიტირებული პროცესების სახით. სახელმძღვანელოს მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრ... სრულად
წინამდებარე მონიტორინგი "მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) სოციალურ ქსელებში თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის და ამ კამპანიის წყაროების იდენტიფიცირების მიზნით განახორციელა. თიბისი ბანკის გარშემო მიმდინარე გამოძიების პარალელურად ფეისბუკზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თამვდჯომარის მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოჩნდა. ავტორი: სოფო გელავა ბმული: სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ... სრულად
წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები და პარტიები გამოხატავდენენ, ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა. ანგარიშში მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე ძალადობის წახალისების შემთხვევებია შესული და არა პოლიტიკური ოპო... სრულად
მედიის განვითარების ფონდი (MDF), დოიჩე ველე აკადემიის (DW AKademie) მხარდაჭერით, პროექტს „მითების დეტექტორის ლაბორატორია მედიაწიგნიერებისთვის" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები მედიაწიგნიერების კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკულ გამოცდილებას ფაქტების გადამოწმების ონლაინ გამოცემაში www.mythdetector.ge იძენენ. მედიაწიგნიერების სწავლების პროცესში მედიის განვითარების ფონდი დოიჩე ველე აკადემიის (DW AKademie) სასწავლო რესურსებს და იმ პრაქტიკულ გამოცდილებას იყენებს, რომელიც ბოლო ... სრულად
მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა. წინამდებარე კვლევა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტო... სრულად
წინამდებარე კვლევა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზს წარმოადგენს, რომლის მიზანი 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილების და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა იყო. დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე - პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2016 და 2014-2015 წლებშიც ჩაატარ... სრულად
წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური გარემოს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს. კვლევა ძირითადად დოკუმენტების ანალიზს ეყრდნობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციას, ასევე დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს, ასევე ღია წყაროებით გავრცელებულ ცნობებს მოიცავდა. შემთხვევითი შერჩევის პრი... სრულად
აღნიშნული კვლევა, მედიის განვითარების ფონდის (MDF) დაკვეთით, საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრმა (GIDC), ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (CVE) საერთაშორისო ცენტრის ჰიდაიას (Hedayah) მხარდაჭერილი პროექტის "მუსლიმი ახალგაზრდობის საჭიროებების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა” ფარგლებში მოამზადა. კვლევა 2017 წლის აპრილ-მაისში ქვემო ქართლში, აჭარის მაღალმთიან სოფლებსა და პანკისის ხეობის დასახლებებში 16-29 წლის ახალგაზრდებს შორის ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს ფო... სრულად
წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მედია მონიტორინგის მიზანი ახალგაზრდა მუსლიმებში რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა და ამ პროცესში მედიის როლის კვლევა იყო. დაკვირვების საგანი ის ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და თურქული მედია საშუალებები გახდა, რომლებიც MDF-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში მუსლიმმა ახალგაზრდებმა მათი ინფორმაციის წყაროებად დაასახელეს. ანგარიშში მონიტორინგის მეთოდოლოგიის გარდა, ცალკ... სრულად
წინამდებარე ანგარიში მედიის განვითარების ფონდის მიერ 2017 წლის სექტემბერში ჩატარებული ფოკუს ჯგუფების შედეგებს ასახავს. კვლევის მიზანი მედიაში მუსლიმთა თემატიკის გაშუქებისადმი თავად მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებების შესწავლა იყო. კვლევისთვის მედია შინაარსი მედიის განვითარების ფონდის მიერ 2017 წლის 15 ივნისი – 15 სექტემბრის პერიოდში ჩატარებული ქართული და რუსული მედიის მონიტორინგის მონაცემებიდან შეირჩა, გარკვეულ შემთხვევებში კი ასევე გამოყენებული იყო საარქივო მასალა. კვლევის ფარგლებში დაკ... სრულად
წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს. ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს. ანგარიშის პირველ ნაწილში მიმოხილულია მაუწყ... სრულად
წინამდებარე ანგარიში ასახავს მედიის განვითარების ფონდის (MDF) და გაეროს ასოციაციის (UNAG) PITA-ს ახალგაზრდული 7 რეგიონული ცენტრის მიერ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს. დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა, ქსენოფობიური გამოხატვა და ანტიდასავლური განცხადებები, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები და მედია ავრცელებდნენ. ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ფარგლებში შერჩეული ეროვნული დაფარვის ტელევიზიების, გაზეთების, ასევე ონლა... სრულად
მოძრაობა "ეროვნულების” ლიდერმა 14 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში” დაანონსა, რომელიც მათი თქმით, არალეგალი უცხოელების წინააღმდეგ არის მიმართული. მარშის ორგანიზატორები არალეგალებში კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლებს - ირანელებს, არაბებს, აფრიკელებს და სხვებს გულისხმობენ და მათ საქართველოს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზატორები ასევე ითხოვენ საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას. საზოგადოების მობილიზებას ღონისძიების ორგანიზატორები სოციალური მედიის მეშვეობით ახდენენ... სრულად
თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის ავრცელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა, რამაც უფრო პლურალისტური გახადა მედია. თუმცა, სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება ხშირად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზნით ხდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მედიის მომხმარებელი. წინამდებარე გზამკვლევი მედიის განვითარების ფონდმა მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში მოამზადა. გამოცემის მიზანია, დაეხმაროს მედიის მომხმარებლებს აღიჭურ... სრულად
კრემლის გავლენის ინდექსი არის თვისობრივი მექანიზმი, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს, რათა გაიზომოს რუსეთის ფედერაციის მთავრობის შესაძლებლობები, რაც საკუთარი მიზნების მისაღწევად, სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. წინამდებარე ანგარიში უკრაინის, საქართველოს, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ინდექსის საპილოტე მონაცემებს მოიცავს. ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ექსპერტები, საჯარო მოხელეები, მედია ექსპერტები, ჟუ... სრულად
კვლევა წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედგების ანალიზს, რომელშიც მიმოხილულია 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ. ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2015 წლებში ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ას... სრულად
წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების შესწავლას და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს მიზნად. ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს. პირველი ნაწილი მაუწყე... სრულად
წინამდებარე მონიტორინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და სასამართლოების რეაგირების პრაქტიკას ასახავს. მონიტორინგი დოკუმენტების ანალიზს ეფუძნება, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილ მასალებს მოიცავს, ასევე მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სატელევი... სრულად
„მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უზრუნვე... სრულად
მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა. ამასთანავე, იმის შესწავლა, თუ რამდენად იცავენ მედია საშუალებები პროფესიულ... სრულად
"მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს ახორციელებს. კვლევის ფარგლებში ხორციელდება დაკვირვება პოლიტიკური სუბიექტების მიერ და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე; ასევე პოლიტიკური სუბიექტების გენდერულ წარმომადგენლობაზე მედიაში და გენდერული ნ... სრულად
წინამდებარე სახელმძღვანელო Free Press Unlimitted-ის (FPU) ექსპერტმა ჟან მარი კოუტმა მედიის განვითარების ფონდისთვის პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში მოამზადა. სახელმძღვანელო, რომლის გამოცემაც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, დაეხმარება ჟურნალისტებს არჩევნების კვალიფიციურ გაშუქებაში, ასევე მედია სკოლების სტუდენტებს, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაიმდიდრონ თავიანთი ცოდნა არჩევნებ... სრულად
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლას დასჯადად აცხადებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად: " 1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მ... სრულად
ინფორმაცია ძალაუფლების წყაროა და ის ხალხს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავი საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს უფლებას, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და აკონტროლოს ხელისუფლება. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი მედიას აკისრია, რომელმაც ვოჩდოგის ფუნქცია უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს ხელისუფლების გამჭვირვალობის უზრუნლველყოფას. წინამდებარე გზამკვლევი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის და მისი მიზანია დაეხმაროს მედიას ეფექტიანად გამოიყენოს ის ელ... სრულად
ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. წინამდებარე ანგარიში წინასაარჩევნო მედია გარემოს მხრივ 2016 წელს არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს. ანგარიში შედგება 6 თავისგან: პირველ თავში განხილულია 2016 წელს მიღებული ს... სრულად
„მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უ... სრულად
მედიას აქვს ვალდებულება, ამომრჩეველს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ. წინამდებარე გზამკვლევი დაეხმარება ჟურნალისტებს, ხელი მიუწვდებოდეთ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე, რომლებიც არჩევნების სიღრმისეულ გაშუქებას შეუწყობს ხელს; ასევე დაეხმარება მათ გადაამოწმონ სხვადასხვა ელექტრონული თუ ფოტო წყაროების სანდოობა. გზამკვლევი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის გა... სრულად
გზამკვლევი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" მომზადდა, მიზნად ისახავს დაეხმაროს ჟურნალისტებს, კანონმდებლობით და ქცევით კოდექსით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების უკეთ შესრულებაში. სახელმძღვანელო პრიციპები მოიცავს კანონმდებლობით და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით მაუწყებლებისთვის სავალდებულო ისეთ 4 საკითხს, როგორიცაა მიუკერძოებლობის და ბალანსის, დებატების, საარჩევნო რეკლამითა და პა... სრულად
რა საკითხებზე შეიძლება გაამახვილოს ყურადღება მედიამ საარჩევნო კამპანიისა და პროცესის გაშუქებისას, როგორც Watchdog-მა, ანუ საზოგადოებრივმა მოდარაჯემ? წინამდებარე გზამკვლევი ასეთი საკითხების ჩამონათვალს მოიცავს და ყურადღებას 1) ამომრჩეველთა უფლებებზე; 2) პარტიების და კანდიდატების უფლებებზე და 3) საარჩევნო პროცესზე ამახვილებს. გზამკვლევი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში მომზადდა.... სრულად
წინამდებარე გზამკვლევი მომზადდა მედიის განვითრების ფონდის (MDF) მიერ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში. გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს მედია საშუალებებს საზოგადოებრივი აზრის კვლევები კანონმდებლობისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ. ქართული კანონმდებლობისა და თვითრეგულირების პრაქტიკის გარდა, მასში მიმოხილულია ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაციონალური საბჭო... სრულად
წინამდებარე კვლევის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეისწავლოს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორების საჭიროებები მედიის, როგორც ელექტორატთან კომუნიკაციის ინსტრუმენტის, საარჩევნო პროცესში ეფექტიანი გამოყენების მიზნით. საარჩევნო სუბიექტების მედიისადმი დამოკიდებულების კვლევა, მათი განწყობებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პოლიტიკური სუბიექტების უკეთ წვდომას მედიაზე და საბოლოოდ ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევან... სრულად
წინამდებარე კვლევის მიზანია, შეისწავლოს სარეკლამო და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან მედია საშუალებებში თანხების განაწილების პრაქტიკა და დადგენილი პროცედურები. კვლევა ასევე მოიცავს მედია მონიტორინგის მიგნებებსაც, რომლის მიზანია აჩვენოს, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება და ახდენს თუ არა საბიუჯეტო შემოსავლები გავლენას მედია შინაარსზე; რამდენად არის დაცული სარეკლამო კანონმდებლობით, ქცევის კოდექსითა და პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტები. კვლევა ასევ... სრულად
საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 6 სექტემბერს „2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგია" დაამტკიცა. სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების უზრუნველსაყოფად ყოველწლიურად ხდება სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. წინამდებარე ანგარიშის მიზანია, შეაფასოს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგია, სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულება, შესაბამისი სამოქმედო გეგმები საერთაშორისო კონტექსტისა და მედია გარემოს გათვალ... სრულად
ევროკომუნიკატორის სერიის I გამოცემაში წარმოდგენილია ევროინტეგრაციის პროცესისადმი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ახალგაზრდებს შორის საქრთველოს 13 ქალაქში ჩატარდა კვლევის მიზანს წარმოადგენდა ევროინტეგრაციის პროცესისადმი ახალგაზრდების განწყობების შესწავლა, საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის შეფასება და იმ ძირითადი საინფორმაციო წყაროების დადგენა, საიდანაც ისინი ევროინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას იღებენ. კ... სრულად
გზამკვლევი მომზადებულია ახალგაზრდებისთვის და მისი მიზანია დემოკრატიის კონცეფციის, საარჩევნო უფლების, ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ მათი უკეთ ინფორმირება; გამოცემის მიზანია ასევე იმ მნიშვნელობის გააზრება, რომელიც არჩევნებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თითოეული მოქალაქის მონაწილეობას მოაქვს. გამოცემა მომზადდა 3 - ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე; გზამკვლევი მოიცავს 4 ნაწილს: I დემოკრატიული მმართველობა; II არჩევნების ორგანიზება, III პროცესში ჩართულობა... სრულად
Demokratiyanın indikatorlarından olan siyasi prosesdə vətəndaşların fəal iştirakı dedikdə bilməliyik ki, demokratiya bir dəfəlik akt deyil və seçkidə başlayıb seçkidə də bitmir. Vətəndaş məsuliyyəti qərarların qəbulu prosesində iştirakı, hakimiyyətə daimi nəzarəti və yekun olaraq xalqın idarəçiliyinin tam icrasını nəzərdə tutur. Demokratiya prosesdə yaş həddindən, cinsindən və etnik mənsubiyyətindən aslı olmayaraq hər kəs iştirak edəndə güclü olur. Bu təlimat gənclər üçün hazırlandı... სრულად
Քաղաքական գործընթացին քաղաքացիների ակտիվ մասնակցության համար, ինչըժողովրդավարության գլխավոր ցուցիչներից մեկն է, հարկավոր է ըմբռնել այն, որ ժողովրդավարությունը միանվագ ակտ չէև այնընտրությունների օրըչի սկսվում և ավարտվում: Քաղաքացիական պատասխանատվությունը ենթադրում է մասնակցություն որոշում ընդունելու գործընթացին, իշխանության մշտական վերահսկողություն ևընդհանուր առմամբժողովրդի կառավարման լիարժեք իրականացում: Ժողովրդավարությունը ճիշտայն ժամանակ է ուժեղ, երբ գործընթացին ընդգրկված են բոլորը, առանցնրա... სრულად
ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოხატვას მედიასა და საჯარო სივრცეში კვლევა შედგება სხვადასხვა სექციებისგან და ეთნიკური, ეროვნული, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლინებებს მოიცავს. ცალკეულ ქვეთავებადაა დაყოფილი თურქოფობია, ისლამოფობია და არმენოფობია. მონიტორინგი 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებასა და თოქ-შოუზე, ასევე 6 საინფორმაციო ვებ-პორტალზე განხორციელდა. მედიასთან ერთად გამოვლენილია დისკრიმინაციისა და სიძულვილი... სრულად
ანგარიში ასახავს ჰომოფობიასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციულ გამოხატვას მედიასა და საჯარო სექტორში პუბლიკაცია წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის მედია მონიტორინგის ანგარიშის სერიის II გამოცემას და ჰომოფობიური გამოხატვის, ასევე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების წყაროებს შეეხება. ანგარიში ასახავს მონიტორინგის შედეგებს, რომელიც განხორციელდა 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიის დღის მთავარ გამოშვებებზე და თოქ-შოუზე, ასევე 6 საინფორმაციო ვებ... სრულად
მედიის განვითარების ფონდის ანგარიში მიმოიხილავს ანტიდასავლურირ იტორიკას საქართველოში და მედიის როლს მის გავრცელებაში ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგისკენ მედიის განვითარების ფონდს ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოვლინებებზე დაკვირვებამ უბიძგა. ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად სწორედ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში გაისმის. ასეთი გამოხატვა ღია საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული და როგორც შედეგები ცხადყოფს, ხშირად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან სწორედ პო... სრულად
ანგარიშში წარმოდგენილია კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების ასახვის შესახებ გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოვლენილი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პლატფორმებს მიმოიხილავს; მიმოხილვის მიზანია გასცეს პასუხი კითხვას: უთმობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ქალებისთვის აქტუალურ საკითხებს ყურადღებას; ... სრულად
გამოცემა განიხილავს მედია-ეთიკის სტანდარტების დარღვევას ქართული მედიის 10 საქმის მაგალითზე, გვთავაზობს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვას გამოცემის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება საქართველოში არსებული თვითრეგულირების ინსტიტუციონალური მექანიზმების შესახებ და კონკრეტული მედია-პრაქტიკის მაგალითზე იმ პრობლემური ტენდენციების ჩვენება, რაც პროფესიული სტანდარტების დარღვევის თვალსაზრისით იჩენდა თავს. გამოცემა შეიცავს 10 საქმეს 2013 წლის მედია-პრაქტიკიდან და მ... სრულად
გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში გენდერული საკითხების პროფესიულად გაშუქებას; გამოცემა აცნობს მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს გენდერული სფეროს მედია-გაშუქების მარეგულირებელ ნორმებს და პროფესიულ სტანდარტებს, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე; გამოცემის პირველი თავი გენდერული საკითხების ადგილობრივ რეგულაციებს მოიცავს; მეორე ნაწილში საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის UNESCO-ს მიერ მედიისთვის შემუშავებული გენდერ-მგრძნობიარე ინდიკატორებია წარმოდგენილი; მესამე ... სრულად
გამოცემაში წარმოდგენილია მე-19 საუკუნის მიწურულს/მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე 39 ქალის ავტორობით და/ან მათ შესახებ ქართულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია გამოცემა საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს, როგორ აშუქებდნენ ქართული გაზეთები ქალთა აქტივობებს, რას წერდნენ თავად ქალები საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე მოისმინოს ის უნიკალური აუდიო ჩანაწერები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული ალმანახში შესულია იმ ქალთა ისტორიებიც, რომელთა მოღვაწეობაში, საქარ... სრულად
ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციულ გამოხატვას მედიასა და საჯარო სექტორში გამოცემა მოიცავს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების გაშუქების, სექსისტური გამოხატვისა და გენდერული დისკრიმინაციის მონიტორინგის შედეგებს 2013 წლის15 აპრილიდან 15 აგვისტოს პერიოდში 6 გაზეთის; 6 ტელევიზიის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების, ასევე მედია-კავშირ ” ობიექტივის" პრაიმ-ტაიმის თოქ-შოუს მაგალითზე. გამოცემაში მოწოდებულია სტატისტიკური მიგნებები, განხილულია ცა... სრულად
(ზოგადი რეკომენდაციები) პუბლიკაცია მომზადდა როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. გამოცემა შეიცავს ზოგად რეკომენდაციებს მედიისთვის, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო მედია-სტანდარტებზე; მასში წარმოდგენილია ქართული მედიის მონიტორინგის შედეგები, რომელიც ეთნიკური და ეთნიკური და რელიგიური თემატიკის გაშუქების დროს დაშვებული შეცდომების განხილვას ემსახურება; შემოთავაზებულია ეთნიკური უმცირესობების ფოკუს-ჯგუფების შედეგები... სრულად
გამოცემა ეძღვნება 2008 წლისთავს და მასში ასახულია ომის მსხვერპლი ბავშვების შთაბეჭდილებები და განვილილი ერთი წელი წიგნის ავტორები არიან 10-დან 17 წლამდე მოზარდები, დევნილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები. წიგნში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული ესეებისა და ნახატების კონკურსის 20 გამარჯვებულის ნამუშევრები (10 ესსე, 10 ნახატი), რომლებშიც ავტორები თავის დამოკიდებულებას გამოხატავენ ომის მ... სრულად