განცხადებები
დღეს, 19 ივნისს მედიის განვითარების ფონდს ჩაბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად. მიმდინარე სამართლებრივი დავის, ასევე საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკის შესახებ, ჩვენ საზოგადოების ინფორმირებას მუდმივად მოვახდენთ. მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში მხარდაჭერას გვიცხადებს.