დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XUDFK
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 29 აპრ 2020

ონლაინ ტრენინგი მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში პედაგოგებისთვის

მედიის განვითარების ფონდი (MDF) იწვევს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს მედია და ინფორმაციული წიგნიერების თემატურ ონლაინ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად. 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველი პედაგოგები უნდა დარეგისტრირდნენ ერთ ან რამდენიმე სასწავლო მოდულზე:
  1. კიბერუსაფრთხოება. კიბერბულინგი და სოციალური მედიის ყალბი ანგარიშები
  2. ყალბი ინფორმაციის, ფოტო და ვიდეო გამოსახულების იდენტიფიცირება და გადამოწმება
  3. ონლაინ სწავლების მეთოდები. აქტიური სწვალება მედია და ინფორმაციული წიგნიერების ონლაინ რესურსების გამოყენებით
  4. სიძულვილის ენა, პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა 2 სთ-ია. ტრენინგები ჩატარდება 16:00-დან 18:00 საათამდე წინასწარ შეთანხმებულ დროს. 

ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ ონლიან აპლიკაცია.

ტრენინგი უფასოა, ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა თითოეული ჯგუფისთვის 20 ადამიანია. ფონდი ეტაპობრივად დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს. ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებს დაეგზავნებათ მედიის განვითარების ფონდის (MDF), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს სერთიფიკატები.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 მაისი.

შეავსეთ აპლიკაცია: https://forms.gle/15Me9Bd5QNGxDfKz8

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 
ტელ: 558323030
უკან