დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BIVSI
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 14 თებ 2019

კონკურსი სოციალური ვიდეო რგოლის დამზადებასა და ტელევიზიებში განთავსებაზე

მედიის განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდის თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით 5 ვიდეო რგოლის დამზადებასა და სოციალური კლიპის სტატუსით მათ  ტელევიზიებში განთავსებაზე.

მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კამპანია მიზნად ისახავს: 
  • მედია შინაარსის კრიტიკულ გააზრების ხელშეწყობას; 
  • ყალბი ინფორმაციის/ფოტოს/ვიდეოს გადამოწმების უნარების განვითარებას;
  • სოციალურ მედიაში ტროლების იდენტიფიცირების უნარების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შესაბამისი გამოცდილების მქონე კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ინფორმაცია განმცხადებელის შესახებ, სადაც მითითებული იქნება საინფორმაციო, სოციალური თემატიკის ვიდეო კლიპების და სარეკლამო რგოლების შექმნის გამოცდილება და თანდართული იქნება საილუსტრაციო მასალის ბმულები; 
  • სოციალური ვიდეო რგოლის იდეა და კონცეფცია, რომელიც ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიზნებს შეესაბამება;
  • სულ მცირე 2 ნაციონალურ და 2 რეგიონულ მედიაში ვიდეო რგოლების სოციალური კლიპების სტატუსით განთავსების გეგმა.
შეფასების კრიტერიუმები:
  • შემოთავაზებული სცენარის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან; 
  • სცენარის კრეატიულობა და იდეის ინოვაციურობა;
  • განმცხადებლების გამოცდილება სოციალური ვიდეო მასალის მომზადებაში;
  • ვიდეო რგოლების ტელევიზიებში განთავსების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიის მოცვას.
ბიუჯეტი: 12 000 USD დღგ-ს გარეშე

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: info@mdfgeorgia.gemdfgeo@gmail.com  ელ-ფოსტის სათაურში  (Subject ველი) უნდა მიუთითოთ „სოციალური ვიდეო რგოლის კონკურსი".
უკან