დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RUACF
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 22 ნოე 2018

"მედიის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას მედია ანალიტიკოსის პოზიციაზე

"მედიის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას მედია ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** მედიის მონიტორინგის საფუძველზე ინგლისურენოვანი დაიჯესტის მომზადება;
** ყალბი ინფორმაციის გადამოწმება მონაცემთა ღია წყაროებზე დაყრდნობით;
** მედიით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შესახებ ანალიტიკური დაიჯესტის მომზადება;
** ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის წერითი და ზეპირი ცოდნა;
** მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზის და კრიტიკული შეფასების უნარი;
** ანალიტიკური მასალების წერის უნარი და გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს დასავლეთის უნივერსიტეტში მიღებული განათლება);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე (გაგრძელების პერსპექტივით).
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით.
სრული დატვირთვა.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 29 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ:

** რეზიუმე (CV);
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge | mdfgeo@gmail.com. წერილის საგანში მიუთითეთ "მითების დეტექტორის" მკვლევარი.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ფაქტების გადამოწმებასა (fact checking) და ინგლისურენოვან წყაროებთან მუშაობაში.
უკან