დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
DCDSW
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 28 ოქტ 2016

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს

რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია და მისი მიზანმიმართული განხორციელება. ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს თავისუფალი სამყაროსა და რუსეთთან ურთიერთობების დღის წესრიგში. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას, არამედ ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიანად ევროპაში. რუსეთის აგრესიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გამო იცვლება რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულება. ხდება ევროპული უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის ფორმირება, რომლიც ნაწილიც საქართველოს საკითხებიც უნდა გახდეს. რუსული ოკუპაციის თემატიკის მუდმივად დაყენება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში უნდა გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი და ქართული დიპლომატიური კორპუსის ყოველდღიური საზრუნავი.
 
ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეამცირებს ამგვარ ძალისხმევას - შექმნის ილუზიას რომ საქართველო ან შეეგუა ოკუპაციის ფაქტს და ნაკლებად აქტუალურად მიაჩნია ის, ან ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ამყარებს იმედებს, - შეასუსტებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობას და მაშასადამე გავლენას რუსეთზე, რაც დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.
 
მცდელობები და მოწოდებები შეიქმნას ან გააქტიურდეს სხვადასხვა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატები რუსეთთან, რომლებიც დააკნინებენ ჟენევის ფორმატს და აქვთ ბუნდოვანი მანდატი, საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. ასეთი ტიპის ძალისხმევა მხოლოდ ართულებს საქართველოს მდგომარეობას, ქმნის არსებული ვითარების მცდარ აღქმას ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
 
მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიმუშაოს დეოკუპაციის მკაფიო და მიზანმიმართული სტრატეგია;
  • არ დაუშვას ჟენევის ფორმატის დაკნინება;
  • პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების შემთხვევაში, მოახდინოს მისი დახვეწა, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას;
  • მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და ინფორმაციული საშუალება და საერთაშორისო ტრიბუნა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისათვის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia
სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  - Institute for Development of Freedom of Information
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
საზოგადოება და ბანკები  - Society and Banks
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi
კავშირი საფარი - Union Sapari
უკან