დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CXBMW
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 23 იან 2016

სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ განცხადება თამაზ მეჭიაურის მიერ გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობასა და ქსენოფობიურ გამოხატვაზე

სამოქალაქო პლატფორმის "არა ფობიას!” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის თამაზ მეჭიაურის ძალადობრივ ქმედებას და მის მიერ გამოვლენილ არმენოფობიურ დამოკიდებულებებს. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მაღალი თმენის ვალდებულება ნებისმიერი საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიმართ, ხოლო მათი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რაც აკისრებთ პასუხისმგებლობას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი გამოხატვისაგან, რომელიც შეიცავს ქსენოფობიურ შინაარსს.

2016 წლის 21 იანვარს, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შენობასთან მისულ თამაზ მეჭიაურს მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს არტურ არუთინოვს აღნიშნულის გამო დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტი ნათლად ჩანს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

არანაკლებ საგანგაშოა ინციდენტის შემდეგ ბატონი მეჭიაურის მიერ გაკეთებული კომენტარისადაც ეს უკანასკნელი ავლენს არმენოფობიურ დამოკიდებულებას და აცხადებს: "არ ვიცოდი ბატონი არტური თუ იყო, თორე . . . რომ მცოდნოდა, ვინ იყო, შეიძლება უფრო მაგრად..."

აღსანიშნავია, რომ თამაზ მეჭიაური თავის გამოსვლებსა და განცხადებებში გამოირჩევა დისკრიმინაციული, მათ შორის, ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით, ასევე, მიუღებელია მისი დამოკიდებულება არასამათავრობო სექტორის მიმართ, როდესაც ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „ენჯეოელ სოროსელებად" მოიხსენიებს.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამომჟღავნება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მიმართ. აღნიშნულზე უთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიცმონიტორინგის შედეგებმა აჩვენა რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის გამოხატველი განცხადებები.

ამავდროულად უკანასკნელ ხანებში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირების ფონზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მკაცრად უნდა გაიწეროს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები პარლამენტის წევრების თუ საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციულ განცხადებებზე. ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეიმუშაონ თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებითაც მოხდება შიდა რეაგირება მათი ცალკეული წევრების მხრიდან სიძულვილის ენის, ქსენოფობიის და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული რიტორიკის გამოვლინებებზე.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ვალია, საკუთარი განცხადებებით საზოგადოებას სხვადასხვა ეთნიკური თუ კონფესიური ჯგუფის პატივისცემისკენ მოუწოდებდენენ. ამის საპირისპიროდ ხელისუფლების წარმომადგებლების მხრიდან სიძულვილით აღსავსე დამოკიდებულებების გამომჟღავნება ქმნის წამახალისებელ ეფექტს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისათვის და აბრკოლებს პლურალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI
მედიის განვითარების ფონდი MDF
საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC
იდენტობა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED
უკან