ქცევის კოდექსი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა MDF- ის, საფარსა და თამთა თოდაძის საჩივარი plus.kvira.ge-ს და PIA.ge-ს წინააღმდეგ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილებით აღნიშნულმა მედია საშუალებებმა თამთა თოდაძის საქმის გაშუქებისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის დააღვიეს, რაც გულისხმობს ჟურნალისტების მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრას, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არარსებობის პირობებში. საქმე ეხებოდა plus.kvira.ge-ს და PIA.ge-ს მიერ თამთა თოდაძის დედის შესახებ მომზადებულ მასალას მისი შესაძლო ნასამართლეობის შესახებ.