დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
INSIY
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 06 ნოე 2019

Freedom House: MDF-მა სოციალური მედიის ათობით ყალბი ანგარიში გამოავლინა



5 ნოემბერს საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა 2019 წელს მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოცაა შეფასებული. 

ანგარიშში მითითებულია, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები სოციალურ მედიაში დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. Freedom House-ს მაგალითისათვის მოჰყავს  2019 წლის ივნისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად აქციის დისკრედიტაციისა და პროსახელსუფლებო გზავნილების გავრცელების მიზნით ბოტებისა და დასპონსორებული პოსტების გამოყენება. ანგარიშის თანახმად, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოავლინა სოციალური მედიის ათეულობით ყალბი ანგარიში, რომელიც სახელისუფლებო გზავნილებს ავრცელებდა,  ახდენდა ოპოზიცური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა პირების დისკრედიტაციას. 

ამასთან, მედიის განვითარების ფონდისა და საერთაშორიო გამჭვირვალობის ანგარიშებზე დაყრდნობით Freedom House-ი წერს, რომ ახალშექმნილი ვებ-გვერდების ნაწილი, რომლებიც დაკავშირებულები არიან პოლიტიკურ პარტიებთან და მოვლენებს მიკერძოებულად აშუქებენ, ინფორმაციის გავრელების მიზნით კოორდინირებულად მოქმედებენ. 

სრულად Freedom House-ს ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://bit.ly/2qw94n5 
უკან