დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VOVAM
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 12 დეკ 2017

მედიაწიგნიერების რესურსების და PITA-ს ცენტრების კამპანიის პრეზენტაცია

12 დეკემბერს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიაწიგნიერების რესურსებისა და PITA-ს ახალგაზრდული ცენტრების კამპანიის პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრის მიზანი, რომელშიც თბილისის სკოლის დირექტორები და პედაგოგები, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მედიაწიგნიერებაზე არსებული MDF-ისა და საერთაშორისო რესურსების გაცნობას ისახავდა მიზნად. ამასთანავე პრეზენტაციაზე PITA-ს პროგრამის ხელმძღვანელმა რამაზ აფციაურმა ისაუბრა ახალგაზრდული ცენტრების რეგიონული ოფისებში დაგეგმილ კამპანიაზე, რომელიც მედიაწიგნიერების კომპონენტის ადგილობრივ აქტივობებში ინტეგრირებას ისახავს მიზნად.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გორის PITA-ს ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებული მედიაწიგნირების თამაშების შედეგების ამსახველი ვიდეო რგოლი, რომელშიც მონაწილეები მიღებულ გამოცდილებას და მედიაშინაარსის კრიტიკული გააზრების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
განათლების სამინისტრომ და პედაგოგებმა გამოთქვეს ინტერესი პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მედიაწიგნიერების საერთაშორისო ლაბორატორიისა (Medianavigator) და MDF-ის მედიაწიგნიერების რესურსების პრაქტიკაში გამოყენების მიმართ.
Medianavigator.org რუსულენოვანი მედიაწიგნიერების საერთაშორისო რესურსია, რომლის შემუშავებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად MDF-ის ექსპერტებიც იყვნენ ჩართული.
PITA-ს გორის ახალგაზრდულ ცენტრში მედიაწიგნიერების სემინარი 9 დეკემბერს გაიმართა. სემინარის მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული სავარჯიშოები შემდეგ საკითხებზე: ფოტომანიპულაციის გადამოწმება, ერთი ამბის განსხვავებული ინტერპრეტაციით გადმოცემაშ (წითელქუდას ზღაპარი) და რეკლამის გავლენა ჩვენს ცნობიერებასა და ქცევაზე (კბილის პასტის რეკლამა).
უკან