დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
KPAWO
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 19 აპრ 2017

მედიის განვითარების ფონდის ანგარიში “ანტიდასავლური პროპაგანდა 2016”

18 აპრილს, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) "ანტიდასავლური პროპაგანდის” ერთწლიანი მედია მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. კვლევაში, 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია არის მიმოხილული, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

მონიტორინგის შედეგად, ანტიდასავლური გზავნილების, სხვადასხვა ტენდენცია გამოიკვეთა. ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი კვლავ ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთან იყო დაკავშირებული. დომინირებდა მოსაზრება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას და გარყვნილი ცხოვრების წესს, ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას და ოჯახის ინსტიტუტს.

წინა წლებთან შედარებით ნატოს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები (20,1%)გაზრდილია. იგივე უარყოფით კონტექსტში იყო განხილული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხიც- ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხით აპელირება ხშირად ხდებოდა.

ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო ძირითადად მედია იყო. თუმცა, აღსანიშნავია პოლიტიკური პარტიებიც (რვა), რომელთა შორის საპარლამენტო წარმომადგენლობის მქონე პარტიებიც აღმოჩდნენ.

„ანტიდასავლური პროპაგანდის" ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://mdfgeorgia.ge/geo/view-library/65
უკან