დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
TVRVR
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 16 ოქტ 2016

ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობების შესახებ რეგიონულ მედიისთვის ტრენინგი გაიმართა

15-16 ოქტომბერს მედიის განვითრების ფონდმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი - "ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობები-საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებისთვის” გამართა.


2 დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებს საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენებასა და  მონაცემთა ვიზუალიზაციის შესაძლებლობებში ინტენსიური პრაქტიკული კურსი ჩაუტარდათ. მოწვეულმა სპიკერებმა კი სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელმა ნინო ზურიაშვილმა და გადაცემა "ბიზნეს კურიერის" ავტორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტური გამოძიების ეტაპების, თემების მოძიებისა და კვლევების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.


ტრენინგში მონაწილეობას ტვ მე-9 არხის (ახალციხე), რადიო "ათინათის” (ზუგდიდი), ტვ "თრიალეთის”(გორი), გაზეთი "სვანეთის” (სვანეთი), ტვ 25-ის (ბათუმი), საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიის (ბათუმი), მედიასახლი "პოსკრიპტუმის” (ქუთაისი), Pankisi.ge-ს (პანკისი) და Factcheck.ge-ს (გორი) მედიასაშუალებების წარმომადგენლები იღებდნენ.  


პროექტი, რომლის მიზანია, რეგიონულ მედიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა, სამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.


უკან