დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JHAQH
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 08 სექ 2016

მარეგულირებელმა კომისიამ „პალიტრა ნიუსი“ დაასანქცირა

8 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდის საჩივარი „პალიტრა ნიუსის" წინააღმდეგ. კომისიამ მიიჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ" კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი ვალდბეულები - მხარეები არ მიიწვია საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე არ აცნობა, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო იყო 30 დღეზე მეტი და სააპელაციო კომისიამ არ იმსჯელა საჩივარში დასახელებულ ყველა გარემოებაზე.

"პალიტრა ნიუსის მიერ პროცედურების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ MDF-ის საჩივრის საფუძველზე მსჯელობა 1 სექტემბერს დაიწყო.

ტელეკომპანის თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება მედიის განვითარების ფონდის (MDF), კავშირ "საფარის", „იდენტობის", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა" (GDI) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 1 სექტემბერსვე, საჩივრის შეტანიდან 4 თვის შემდეგ გახდა ცნობილი.

სააპელაციო კომისიამ მიიჩნიარომ 2016 წლის 28 თებერვალს მაუწყებლის ეთერში გასულ თოქ-შოუში "ფალავანდიშვილთან - საგანი "მე და საზოგადოება დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი. ასევე მე-17 (1,2) და 33- მუხლები, რადგან გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი მონაწილეთა ფართო სპექტრი და ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას

უკან