დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JFURG
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 09 ნოე 2015

ტოლერანტობის პრიზი 2015

მედიის განვითარების ფონდმა, ილიას უნივერსიტეტმა და გაეროს ასოციაციამ გამოაცხადეს კონკურსი „ტოლერანტობის პრიზი 2015"; პრიზი 2014 წელს დაარსდა და ის ყოველწლიურად გადაეცემა იმ მედია საშუალებებს, ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.

2015 წელს ტოლერანტობის პრიზი შემდეგ ნომინაციებზე ცხადდება:

  • რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის;
  • ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის;
  • გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისთვის;
  • ლგბტ პირების თემების გაშუქებისთვის;
  • ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე;
  • ტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედია პროდუქციისთვის;
  • რეგიონული მედიისთვის.

კონკურსშიმონაწილეობის მსურველებს2015 წლის განმავლობაშიშექმნილი ბეჭდვითი,ონლაინ, სატელევიზიოან რადიოპროდუქციის წარდგენა 2015 წლის 30 ნოემბრამდეშეუძლიათ. მასალებს შეაფასებს საკონკურსო ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა წამახალისებელი პრიზები.

გასულ წელს ტოლერანტობის პრიზის პირველი მფლობელები გახდნენ: ჟურნალისტი ვახო სანაია ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული ტელერეპორტაჟისთვის "რა აჩვენა კონკრეტული კანონის დამტკიცების ისტორიამ სახელმწიფოსა და ეკლესიას"; „რადიო თავისუფების" თბილისის ბიურო გადაცემათა ციკლისთვის "გენდერული ამბები"; ტელეკომპანია რუსთავი 2" ტელესერიალისთვის "ჩემი ცოლის დაქალები"; ჟურნალისტი ლევანსუთიძე „ტვ ტაბულას" გადაცემისთვის "საუბრები რელიგიაზე"; "ნეტგაზეთის" ბლოგერი გია მარიამიძე ბლოგისთვის"გამოცხადებული დღესასწაულის ქრონიკები"; "ლიბერალის" ბლოგერი ნინო ბაიდაური ბლოგისთვის"განსაკუთრებულობა, როგორც ტყუილი და უსამართლობა"; რეგიონალურ მედიაში ადამიანის უფლებების გაშუქებისათვის ტოლერანტობის პრიზი კახეთის საინფორმაციო ცენტრს რუბრიკისთვის ადამიანის უფლებები გადაეცა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.jobs.ge/103377/

უკან