დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OBHJI
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 22 ოქტ 2014

"მრავალფეროვნების სკოლის" კურსდამთავრებულების და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა

22 ოქტომბერს, ილიას უნივერსიტეტის კაფე ლიგამუსში  "მრავალფეროვნების სკოლისკურსდამთავრებულების  და  მედია კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

სკოლის კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელმა ალექსანდრა ჰელფლიგერმა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფო შამანიდი და სახალხო დამცველის ოფისის ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა ბექა მინდიაშვილმა მიმართეს.

საკონკურსო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ დავით  პაიჭაძე  (ილიას  უნივერსიტეტი,  მედიასკოლა), გიორგი  ტუღუში  (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა), რამაზ აფციაური (გაეროს ასოციაცია), ქეთევან მსხილაძე  (მედიის განვითარებისფონდისაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრიდა ეკა ჭითანავა  (ტოლერანტობისა  და  მრავალფეროვნების ინსტიტუტიხუთი გამარჯვებული გამოავლინა.

სპეციალური  სიგელებით დაჯილდოვდნენ თამუნა ჯანჯულია აფხაზეთის შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის და ლუსინე პიჩიკიანი ბლოგისთვის "ჩემს შესახებ". გამარჯვებულები  სტაჟირებას რადიო "თავისუფლებასა" და ტელეკომპანია"ტაბულაში"გაივლიან.

პირველ ადგილზე გავიდა  ჯეიხუნ ნარზალოვ ადრეული ქორწინების შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის; მეორე ადგილზე -  გაიანე აკოჯიანი ბლოგისთვის "ორჯის საჯარო სკოლა", მესამეზე - მანია ზალალიანი დუხბორების  შესახებ მომაზადებული სიუჟეტისთვის.

სპეციალური სერტიფიკატები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჩუქრები მრავალფეროვნების კურსის გავლისთვის სკოლის  19 კურსდამთავრებულს გადაეცეათ.

"მრავალფეროვნების სკოლა" მედიის განვითარების ფონდის ინიციატივით და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერითილიას უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის  ბაზაზე შეიქმნა. სკოლის მსმენელები 4+1 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული არაქართულენოვანი და თბილისის ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტები არიან.

22 მარტიდან მსმენელები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან -  ახალქალაქი,  ახალციხე,  ნინოწმინდა,  გალი,  რუსთავი,  მარნელი,  გარდაბანითბილისი -   სამოქალაქო ჟურნალისტიკაში  მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ თემატურ დისკუსიებში მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეფართოვებინათ  თავიანთი  ცოდნა  მრავალფეროვნების,  ტოლერანტობის,  დემოკრატიის,  სამოქალაქო ინტეგრაციის,  ევროინტეგრაციის,  გენდერის  და  სხვა  მნიშვნელოვან  საკითხებზე.  სტუდენტებმა  პროექტის ინალურ ეტაპზე, შექმნეს მედია პროდუქცია, რომელიც მრავალფეროვნების სკოლის ბლოგზეა ხელმისაწვდომი.

 

უკან