თარიღი: 15 სექ 2009
          საინფორმაციო შეხვედრები სკოლებში
          
            მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა სასწავლო წლის დაწყების დღეს, 14 სექტემბერს გასვლითი შეხვედრები მოაწყვეს საქართველოს 6 რეგიონის: გორის, ქარელის, ხაშურის, წეროვანის, კოდას და ბოლნისის საჯარო სკოლებში. შეხვედრების მიზანი იყო დევნილი მოზარდებისთვის კონკურსის „ცხოვრება ომის შემდეგ" შესახებ ინფორმაციის მიწოდება.სკოლებში მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა განათავსეს სპეციალური ყუთები საინფორმაციო ბანერებით. კონკურსის ფარგლებში 10-დან 17 წლამდე დევნილ მოზარდებს შეუძლიათ წარმოადგინონ ესსეები და ნახატები კონკურსის თემაზე. ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 14 ოქტომბერი.
          
          
          
          
        
        
        
          
            უკან