დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
COSCC
გაგზავნა

აქტივობები

აღმოსავლეთ სამეზობლოში დეზინფორმაციასთან ბრძოლა

დონორი: BBC Media Action,

ბიუჯეტი: 41,310 GBP

ხანგრძლივობა: 18 მარტი, 2024 – 17 მარტი, 2025

BBC Media Action ახორციელებს რეგიონულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აუდიოტორიისთვის მაღალი ხარისხის, ზუსტი, მიუკერძოებელი და მიმზიდველი მედია შინაარსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროგრამის ფარგლებში მომზადებული მედია შინაარსი დეზინფორმაციასთან ბრძოლას, დისკუსიის ხელშეწყობას, კორუფციის მხილებას და დემოკრატიის, ინკლუზიისა და ანგარიშვალდებულების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 

პროექტის pdf ფაილი იხ. აქ

უკან