დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XZWEH
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა (FIMI) და ინფორმაციული ავტოკრატია საქართველოში

წინამდებარე საბაზისო კვლევა მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ევროკავშირის მხარდაჭერილი SAFIMI-ის პროექტის ფარგლებში მოამზადა. პროექტი Maldita.es Foundation-ის ხელმძღვანელობით ხორციელდება და მასში მედიის განვითარების ფონდთან ერთად (MDF), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia) და ტრანსატლანტიკური ფონდი (Transatlantic Foundation) არიან ჩართული. კვლევის მიზანი საქართველოში უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის და ჩარევის (FIMI) მხრივ არსებული გარემოს და იმ ფაქტორების შესწავლა იყო, რაც საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენას. საიფორმაციო ველზე გარე ფაქტორების ზემოქმედების გარდა, კვლევაში განხილულია შიდა დეზინფორმაციული გამოწვევები და ის საფრთხეები, რაც ინფორმაციულ ავტოკრატიას უკავშირდება.  


ანგარიშის პირველი ნაწილი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის და ჩარევის (FIMI) მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის დოკუმენტებს და ინსტიტუციონალურ მოწყობას მიმოიხილავს. ანგარიშის მეორე ნაწილი უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებას და ჩარევას – FIMI და ინფორმაციულ ავტოკრატიას ეთმობა და შიდა და გარე აქტორების თანმხვედრ და განსხვავებულ გზავნილებს მიმოიხილავს. მესამე ნაწილში სხვადასხვა აქტორების მიერ გამოყენებული ტაქტიკები, ტექნიკები და პროცედურებია (TTPS) გაანალიზებული. ბოლო ნაწილში კი FIMI-ის და ანტიდასავლური რიტორიკის აქტორებს და  მათი მოქმედების ტაქტიკის მიმოხილვას ეთმობა.


საბაზისო კვლევა მონაცემებზე დაფუძნებული აქტივობების დაგეგმვის მიზნით ჩატარდა, რამაც FIMI-ის მიმართ საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.
 
ავტორი: თამარ კინწურაშვილი 

მკვლევარები: სალომე გიუნაშვილი, მაიკო რატიანი, ანი ქისტაური, ანა ჩიტალაძე, სანდრო გიგაური 

ინფოგრაფიკა: მარიამ ცუცქირიძე 

გარეკანის მხატვარი: ნატალია ავალიანი 

ბმული: უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა (FIMI) და ინფორმაციული ავტოკრატია საქართველოში
Tags: