დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
YDQYJ
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

მედიის მოხმარებისა და დეზინფორმაციის გავრცელების კვლევა საქართველოში

კვლევის მიზანი საქართველოს მოქალაქეებში მედიის მოხმარებასთან დაკავშირებული ძირითადი ჩვევებისა და დამოკიდებულებების შესწავლა, მოქალაქეთა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების შეფასება და დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ძირითადი ტენდენციების გამოვლენა იყო. 
ამ მიზნით, CRRC-საქართველომ მედიის განვითარების ფონდის (MDF) დაკვეთით 2025 წლის მაისში ჩაატარა შერეული კვლევა, რომელიც ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვას და ხუთ ფოკუსჯგუფს მოიცავდა. ანგარიშში წარმოდგენილია ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის სიხშირული შედეგები და კროსტაბულაციური ანალიზი. ამასთან, აღწერილია ფოკუსჯგუფებში გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები. 
ანგარიში მოიცავს შემდეგ ქვეთავებს: მედიის მოხმარებასთან დაკავშირებული ძირითადი ჩვევები, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული დამოკიდებულებები, მედიაწიგნიერების უნარები და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (Foreign Information Manipulation and Intervention (FIMI) შესახებ არსებული წარმოდგენები.
კვლევა შემუშავებულია ევროკავშირის თანადაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში "SAFIMI: ქართული საზოგადოება FIMI-ს, დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) წინააღმდეგ”. პროექტი Maldita.es Foundation-ის (ესპანეთი) ხელმძღვანელობით ხორციელდება და მასში მედიის განვითარების ფონდთან ერთად (საქართველო), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო  და ტრანსატლანტიკური ფონდი (ბელგია) არიან ჩართული.  ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს საზოგადოებრივი მდგრადობის გაძლიერებას და დაცვას დეზინფორმაციის, უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) წინააღმდეგ. 

ავტორი: CRRC-საქართველო
გარეკანის ფოტო: SHUTTERSTOCK, Andrii Yalanskyi
ბმული: მედიის მოხმარებისა და დეზინფორმაციის გავრცელების კვლევა საქართველოში
                   
Tags: