დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OTRMT
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

მედიის სახელმძღვანელო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისული სიტუაციების გასაშუქებლად

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი ან კრიზისული სიტუაცია იმით ხასიათდება, რომ შესაძლოა - ასობით, ათასობით ან ზოგჯერ, მილიონობით ადამიანის ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი გახდეს. 

ჯანმრთელობის კრიზისის დროს, მედიას შესწევს ძალა გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. ეფექტიან ინფორმირებას, შეუძლია ხელი შეუწყოს იმას, რომ დაავადების გავრცელება თავიდან იყოს აცილებული, ან თუნდაც, შემცირდეს. მედიას შეუძლია დააკვალიანოს დაზარალებულები ჯანდაცვის სამსახურებისა და მკურნალობის შესაძლებლობების თაობაზე. 

ამ სახელმძღვანელოში მოცემულია მითითებები მედიაპრაქტიკოსებისთვის, თუ როგორ უნდა დაეხმარონ საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვის კრიზისული სიტუაციების დროს.

სახელმძღვანელოს გაცნობა შესაძლებელია BBC Media Action’s Lifeline Production Manual-თან ერთად (ხელმისაწვდომია ინტერნეტით), რომელიც მეტ მნიშვნელოვან მითითებას გთავაზობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ხდებოდეს კომუნიკაცია ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებულ ადამიანებთან, რათა მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოთ და განსაცდელი შეუმციროთ.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისული სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს ან პირიქით, ნელა განვითარდეს. ეს  სახელმძღვანელო ეხება იმ შემთხვევებს, რომლებიც შედარებით სწრაფად წარმოიქმნება. ეს არის - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისული ვითარების სწრაფი დაწყება. 

ავტორები: ჟენევიევ ჰატჩინსონი და ჟაკლინ დალტონი
დიზაინერი: ლანს ბელერსი
თარგმანი: თამთა ბერიშვილი
რედაქტორი: მარინა ვაშაყმაძე 
ბმულიმედიის სახელმძღვანელო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისული სიტუაციების გასაშუქებლად 
Tags: