დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SDNOX
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

სახელისუფლებო ტროლები პანკისის მოვლენებზე, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ

21 აპრილს პანკისის ხეობაში დაპირისპირება ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას  შორის ჰესის მშენებლობის გამო დაიწყო. „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას პანკისელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რამაც მათი სამართალდამცავებთან დაპირისპირება გამოიწვია.  პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, მოსახლეობამ კი, სამართალდამცავებს ქვები დაუშინა. დაპირისპირების შედეგად, დაშავდა როგორც სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა,  დაზიანდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა.  
ფეისბუქში გამოჩდნენ  ტროლები, რომლებიც რეალური იდენტობების მითითების გარეშე მოქმედებდენ და ერთი მხრივ, პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებას ამართლებდნენ, მეორე მხრივ კი პანკისის ხეობის, ქისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ავრცელებდნენ გზავნილებს. "მითების დეტექტორმა” ასეთი 15 ტროლი გამოავლინა.
  • გამოვლინდა ტროლების ორი კატეგორია: ისინი, ვინც სხვა ადამიანების ფოტოებს იპარავენ და ტროლები, რომლებიც მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს არ აქვეყნებენ.
  • ტროლები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ, მეტწილად პანკისის მოვლენების შესახებ სხვადასხვა ჯგუფებში სახელისუფლებო ექსპერტის, გია აბაშიძის პოსტს აზიარებნენ, რომელშიც გია აბაშიძე პანკისში სიტუაციაციის ესკალაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. 
  • ტროლების უმეტესობა, რომლებიც ფოტოებს საერთოდ არ აქვეყნებენ ან ზოგად ფოტოებს ტვირთავენ, ფეისბუკზე 2018 წელს დარეგისტრირდა. 
  • მათი უმეტესობა მხოლოდ სხვა გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ ტოვებს კომენტარებს და საკუთარ თაიმლაინზე პოსტებს არ აზიარებს/აქვეყნებს.
ავტორები: 
    სოფო გელავა 
    ანი ქისტაური (მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი)

ბმული:
 სახელისუფლებო ტროლები პანკისის მოვლენებზე, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ




Tags: