მედია
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლების - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. აღნიშნული ამოცანის განხორციელებას ორგანიზაცია ცნობიერების ამაღლების, კვლევითი საქმიანობის და მოქალაქეთა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის გზით ცდილობს.
ეთიკა და პროფესიული სტანდარტები
მედიას აკისრია სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რაც საკუთარი უფლებების რეალიზებასთან ერთად საზოგადოებრივი ვალდებულებების გააზრებასაც გულისხმობს. მედიის განვითარების ფონდი აქტიურად ცდილობს ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტების ამაღლებას, მედიაში ეთიკური ნორმების დანერგვას და თვითრეგულირების მექანიზმების ხელშეწყობას საგანმანათლებლო კამპანიების, კვლევების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საჯარო დისკუსიების ინიცირების გზით.